EN GE RU
 
სიახლეები
15/12/2015 ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის თანამშრომლები სოციალური მეწარმეობის ფორუმს დაესწრნენ

2015 წლის, 15 დეკემბერს, სოციალური საწარმოების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია სოციალური მეწარმეობის ფორუმის ფარგლებში, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" გაიმართა, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოში მოქმედ ორმოცამდე სოციალური საწარმოს მიზნებს, პროდუქციასა და მომსახურების ამსახველ ფოტომასალას. აღნიშნულ ფორუმს ესწრებოდნენ ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის წარმომადგენლები.

გამოფენის დახურვის შემდეგ გაიმართა დისკუსია თემატურ ჯგუფებში. ჯგუფებმა განიხილეს საჯარო და კერძო სექტორის მხარდაჭერის შესაძლებლობები მეწარმეობის განვითარებისთვის.მათ ასევე ისაუბრეს სოციალური საწარმოებისა და ბიზნესს ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებზე.

სოციალური მეწარმეობის ფორუმი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელსაც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით მართავს.

საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge
ფოტო გალერეა