EN GE RU
 
სიახლეები
18/05/2016 "ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო" და "ალიანს ჯგუფი ლიზინგი" მშენებლობისა და ინტერიერის 21–ე გამოფენაში იღებენ მონაწილეობას

"ალიანს ჯგუფი ლიზინგი" და "ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო" მშენებლობისა და ინტერიერის 21–ე გამოფენაში (Caucasus Build 2016) იღებენ მონაწილეობას.

Caucasus Build არის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე პოპულარული ინდუსტრიული ღონისძიება ქვეყანაში და მთელ კავკასიის რეგიონში. წელს  გამოფენაში 14–მდე ქვეყნიდან 130–ზე მეტი კომპანია იღებს მონაწილეობას.

ღონისძიება უზრუნველყოფს იდეალურ შესაძლებლობებს სამშენებლო მასალების, ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და სერვისების პროვაიდერებისათვის, შეხვდნენ საქართველოსა და კავკასიის სამშენებლო კომპანიებს, დეველოპერებს, არქიტექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სხვა მნიშვნელოვან პირებს ინდუსტრიიდან, გაცვალონ ღირებული ინფორმაცია და გააფორმონ ხელშეკრულებები. გამოფენის მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციების უფრო სწრაფ მოხვედრას ქართულ ბაზარზე. ჩვენ ვთავაზობთ, საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებს პლატფორმას, სადაც შეხვდებიან მყიდველებს და დაამყარებენ ნაყოფიერ პარტნიორობას, იმისათვის რომ  შექმნან ეფექტური მიწოდების ქსელი, მიიღონ ურთიერთსარგებელი და  ბიზნესის ზრდა.

რეგიონში მიმდინარე მზარდი ინვესტიციების გათვალისწინებით, Caucasus Build 2016 იდეალური ადგილია გლობალური სამშენებლო ინდუსტრიის პროფესიონალებისა და წამყვანი წარმომადგენლებისათვის, წარმოადგინონ და დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს გააცნონ, მათი უახლესი პროდუქცია და სერვისები.

საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge
ფოტო გალერეა