EN GE RU
 
სიახლეები
06/06/2016 “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ აქტიურად არის ჩართული Junior Achievement Georgia-ს მიერ ორგანიზებულ პროექტებსა და ღონისძიებებში.

„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ დიდი ხანია ჩართულია Junior Achievement Georgia-ს მიერ ორგანიზებულ პროექტებსა და ღონისძიებებში, ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ წამოწყებაში და  ახალ თაობასთან ერთად შეცვალოს ქვეყნის მომავალი უკეთესობისკენ.

"ძალიან მოხარულები ვართ, რომ მონაწილეობას ვიღებთ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, მსგავსი წამოწყებები ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტულია, ვინაიდან ქვეყნის ბიზნესის მომავალი თაობების განვითარებას, ხელი საწყის ეტაპზევე უნდა შევუწყოთ „  – „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“-ს აღმასრულებელი დირექტორი აიეტი კუკავა "Junior Achievement Georgia"-ს პროექტის მნიშვნელობის შესახებ

ღონისძიება ყოველწლიურად იმართება მსოფლიოს 123 ქვეყანაში და მასში მონაწილეობს 10 მილიონზე მეტი ახალგაზრდა.

„ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ არის „ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს წევრი“ . ის აერთიანებს საგანმანათლებლო სრულყოფილების ტრადიციულ სიყვარულსა და პატივისცემას ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს მიერ შემუშავებულ და აპრობირებულ ეკონომიკისა  და სამოქალაქო განათლების მეთოდოლოგიასთან.

ეს პროგრამა ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას მიიღონ გამოცდილება და გადადგან პირველი ნაბიჯები ბიზნესში, ასევე აძლევს მაგალითს, თუ როგორ არის დამოკიდებული წარმატება თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაში კანონსა და ადამიანებზე, რომლებიც პატივს სცემენ ეთიკურ ღირებულებებს საკუთარ საქმიანობასა და  ოჯახურ ცხოვრებაში.

საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge
ფოტო გალერეა