EN GE RU
 
სიახლეები
23/09/2016 სს "ალიანს ჯგუფ ჰოლდინგმა" შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები დააჯილდოვა

22 სექტემბერს, სს „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგმა“ „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ბიზნესეთიკისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საგანში უმაღლესი შეფასების მქონდე სამი სტუდენტი დააჯილდოვა.

საუკეთესო შედეგის მქონდე სტუდენტებს ალიანს ჯგუფისგან, სერტიფიკატები,წიგნები და ფულადი ჯილდო გადაეცათ. ასევე აღსანიშნავია, სს „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ თანამშრომლობა გამარჯვებულ სტუდენტებთან, მათი ჩართვა პროფესიულ სტაჟირებაში, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით.

დაჯილდოების ცერემონიალზე, სს „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა, ბ–მა აიეტ კუკავამ ახალგაზრდა თაობაში ეთიკური ბიზნეს პრინციპების დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სწორი მორალური პრინციპების ჩამოყალიბება და საკუთარი თვითშეგნების განვითარება მთავარი პირობაა წარმატებული კარიერისთვის.

სს „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგსა“ და „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი 2016 წლის 29 იანვარს გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებდა “ბიზნეს ეთიკისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის” საგანში სს „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ ჩართვას, სტუდენტების პროფესიულ განვითარებას და მათ სტაჟირების პროცესში მონაწილეობას.

სს „ალანს ჯგუფი ჰოლდინგი“ კვლავ განაგრძობს საგანმანათლებლო სექტორებთან თანამშრომლობას, სტუდენტების ჩართვას სხვადასხვა პროექტებში და მათი მაღალ კვალიფიცირებულ სპეციალისტებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge
ფოტო გალერეა