EN GE RU
 
სიახლეები
16/11/2016 "ალიანს ჯგუფ ჰოლდინგმა" კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები დააჯილდოვა

15 ნოემბერს, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“–ს გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა აიეტ კუკავამ „კავკასიის  უნივერსიტეტის“ სტუდენტები დააჯილდოვა, რომლებმაც უმაღლესი შეფასება მოიპოვეს „ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის“ საგანში.

გამარჯვებულ სტუდენტებს „ალიანს ჯგუფისგან“ სერტიფიკატები, წიგნები და ფულადი ჯილდო გადაეცათ. ასევე, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მოხდება  სტუდენტების ჩართვა პროფესიულ სტაჟირებაში, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით.

ბატონმა აიეტ კუკავამ დაჯილდოვებაზე  წარმოთქმულ სიტყვაში საქართველოში CSR-ის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არ ითვალისწინებს მხოლოდ  საზოგადოების წინაშე მორალური ვალდებულების შესულებას, ის ასევე დადებით გავლენას ახდენს კომპანიის საქმიანობაზე.

CSR-ის როლი ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაშიც  საკმაოდ დიდია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია თითოეულმა კომპანიამ საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში.

ბიზნეს სკოლის სტუდენდები უკვე რამდენიმე წელია სწავლობენ საგანს, რომლის ფარგლებშიც, სიღრმისეულად ეცნობიან კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემებს. „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ წახალისების მიზნით, ყოველწლიურად აჯილდოვებს CSR-ის საგანში უმაღლესი შეფასების მქონე  სტუდენტებს.

საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge
ფოტო გალერეა