EN GE RU
 
სიახლეები
10/02/2017 „ბია“–ს ორგანიზებით საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი ტარდება

სს. „ბია“–ს ორგანიზებით 2017 წლის 20 მარტს რადისონ ბლუ ივერიის სასტუმროში ტარდება საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები, რომლის მიზანია საქართველოს ეკონომიკის და რეგიონის საკითხებით დაინტერესებული ინვესტორების, ბიზნესმენების, მთავრობის წარმომადგენლების და  საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანება სადისკუსიოდ ისეთ თემებზე, როგორიცაა ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკის მიმდინარე პერსპექტივები და გამოწვევები.

ფორუმს დაესწრებიან როგორც უცხოელი ინვესტორები, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების, საინვესტიციო ბანკების, ვენჩურული კომპანიების, კერძო ფონდების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მთავრობის, დიპლომატიური მისიების, სავაჭრო პალატების წარმომადგენლები და ქართველი მეწარმეები. სამუშაო დღის წესრიგის სანახავად დააჭირეთ ფორუმს.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება შოფინგ ფესტივალი, რომლის მიზანია წლის განმავლობაში ტრადიციად აქციოს ერთი დღე, როდესაც საქართველოში არსებული ბიზნესები შეძლებენ ექსკლუზიური პირობებითა და ფასით ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებასა და პროდუქტებისა და მომსახურებების გაყიდვას.

შოფინგ ფესტივალზე თქვენი მომსახურების გაცნობას შეძლებენ როგორც ფორუმის დამსწრეები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები.

საქართველოს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს „ბია“ გთავაზობთ საორგანიზაციო მხარდაჭერას B2B შეხვედრის დასაგეგმად პოტენციურ უცხოელ ინვესტორებთან, საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებთან და მეწარმეებთან. შეხვედრის მიზანია პროექტის, კომპანიის წარდგენა საინვესტიციო კაპიტალის ან ფინანსური რესურსის მოზიდვის მიზნით, საექსპორტო არხების განვითარება და უცხოურ კომპანიებთან სხვა გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება.

 

დეტალური ინფორმაცია ფორუმთან დაკავშირებით იხილეთ ფორუმის ოფიციალურ გვერდზე:

http://biaforum.ge/real_forum/public/

 

დამატებითი ინფორმაცია ბიას შესახებ :

https://www.youtube.com/watch?v=ePTS2Kowf80&t=21s

 

დამატებითი დეტალების გასაცნობად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 

საკონტაქტო პირი:

თამარ ზამთარაძე

საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი

ტელ.: +995 577 90 15 11
ელ. ფოსტა: tzamtaradze@agh.ge

საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge
ფოტო გალერეა