EN GE RU
 
სიახლეები
01/06/2018 ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი ბუდაპეშტში, Global Scope-ის ღონისძიებას დაესწრო

1 ივნისს, ბუდაპეშტში, უნგრულმა კომპანია Heal Partners-მა უმასპინძლა Global Scope-ის ღონისძიებას European Deal Day, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ იმართება.

მსოფლიოს 15 ფირმის 24 წარმომადგენელი ერთმანეთს Hilton Budapest-ში შეხვდა, სადაც მათი ამჟამინდელი სავაჭრო მანდატები და ინიციატივები განიხილეს. შეკრების მიზანი იყო შემდგომი, ახალი საერთაშორისო M&A აქტივობების განვითარება ევროპის რეგიონში.

აიეტი კუკავა, ალიანს ჯგუფი კაპიტალის აღმასრულებელი დირექტორი და მმართველი პარტნიორი საჯარო სიტყვით წარსდგა კონფერენციაზე და საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. პრეზენტაციაზე და ინვესტორებთან B2B შეხვედრების დროს მან საივესტიციო პროექტების პორტფელებიც წარადგინა.

2018 წლის სექტემბერში ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი Globalscope-ის შემდეგ შეხვედრას თბილისში უმასპინძლებს.

საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge
ფოტო გალერეა