EN GE RU
 
სიახლეები
20/08/2018 ალიანს ჯგუფი კაპიტალი Globalscope 2018-ს, პირველ საერთაშორისო M&A ფორუმს უმასპინძლებს

პირველად საქართველოში და ამიერკავკასიის რეგიონში, საინვესტიციო კომპანია „ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ (AGC) უმასპინძლებს Globalscope 2018-ს, გლობალური საერთაშორისო M&A (Mergers & Acquisitions) ქსელის სამუშაო შეხვედრას.

Globalscope არის მსოფლიოს წამყვანი M&A ქსელი რომელიც დაარსდა 1987 წელს და მას შემდეგ მნიშვნელოვან როლს ასრულებს  M&A სფეროში და მართავს ბიზნესის შესყიდვების, გაფართოების და რესტრუქტურიზების ტრანზაქციებს მსოფლიო ყველა ქვეყანაში.

კონფერენციას დაესწრება Globalscope-ის 55 საინვესტიციო ორგანიზაცია მსოფლიოს 47 ქვეყნიდან . „ალიანს ჯგუფ კაპიტალს“ აქვს საპატიო მისია საფუძველი ჩაუყაროს საქართველოში M&A სფეროს განვითარების ახალ საფეხურზე აყვანას, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების გამოვლენას.

საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge
ფოტო გალერეა