EN GE RU
 
სიახლეები
17/11/2012 „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგმა“ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები დააჯილდოვა

2012 წლის 17 ნოემბერს, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბ–ნ აიეტ კუკავამ კავკასიის უნივერსიტეტში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საგანში საუკეთესო შედეგების მქონე სამი სტუდენტი დააჯილდოვა. უნივერსიტეტსა და „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნული დაჯილდოება მეორე წელია იმართება. გამარჯვებულებს კომპანიისგან გადაეცათ ფულადი ჯილდო და წიგნები კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე, შესაძლებლობა გაიარონ 3–6 თვიანი სტაჟირება „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგსა“ და მის შვილობილ კომპანიებში.

„აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობა, ჩვენთვის განსაკუთრებით საპატიოა, რადგანაც ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება, სწორედ ახალგაზრდა თაობებში ეთიკური ბიზნეს პრინციპების დანერგვა და პოპულარიზებაა. თანამედროვე სამყაროში, ბევრი კომპანია ეწევა ამათუ იმ საქველმოქმედო საქმიანობას, თუმცა ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგელობა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ფილანტროპია. სოციალური პასუხისმგებლობა ნიშნავს კომპანიის მიერ მუდმივი ვალდებულების აღებას, რომ საკუთარ საქმიანობას ეთიკის პრინციპების დაცვით განახორციელებს, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას და ამავდროულად, კომპანიის პერსონალის, მათი ოჯახებისა და ზოგადად ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე იზრუნებს. ჩვენ სწორედ ასეთ პრინციპებს მივდევთ, კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას განვიხილავთ მენეჯმენტის განუყოფელ ნაწილად, რომელსაც ვიყენებთ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში. მიგვაჩნია, რომ ბიზნესის ეთიკური წარმართვით, გაცილებით უფრო გრძელ–ვადიანი სარგებლის მოტანას შევძლებთ, როგორც ჩვენი აქციონერებისათვის, ასევე ჩვენი კლიენტებისთვის, თანამშრომლებისთვის და რათქმაუნდა ზოგადად, ქვეყნისთვის“ – განაცხადა „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა, ბ–ნ აიეტ კუკავამ.

საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge
ფოტო გალერეა