EN GE RU
 
სიახლეები
08/10/2014 „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ ლარის ახალი სიმბოლოს პრაქტიკაში გამოყენებას ნერგავს

„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ უერთდება "საქართველოს ეროვნული ბანკის" ინიციატივას და ქართული ეროვნული ვალუტის – ლარის ახალი სიმბოლოს პოპულარიზაციის მიზნით, პრაქტიკაში ნერგავს ლარის განახლებული სიმბოლოს გამოყენებას.

ამიერიდან, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ და მისი შვილობილი კომპანიები ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენებენ ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ ლარის სიმბოლოს ხელშეკრულებებში თანხის მინიშნებისას, ინვოისების გაფორმებისას, სარეკლამო ბროშურებსა და ბანერებზე, ვებგვერდებსა და კომპანიის მიერ გამოყენებულ ელექტრონულ სისტემებში.

„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ მოუწოდებს საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებს, შემოუერთდეს აღნიშნულ მოწოდებას, რათა ხელი შეუწყონ ლარის ახალი სიმბოლოს პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.

საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge
ფოტო გალერეა