EN GE RU
 
სიახლეები
23/12/2014 “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში მედიის წარმომადგენლებისთვის

22 დეკემბერს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, გაზეთ The FINANCIAL–მა მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლების სოციალურ შეხვედრას უმასპინძლა, სადაც „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგმა“ სხვა კომპანიებთან ერთად, მედიის წარმომადგენლებს წარუდგინა მოკლე ანგარიში კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით განხორციელებული საქმიანობების შესახებ. პრეზენტაციების მიზანი იყო მედიის წარმომადგენელთა შორის, ასევე მთლიანად საზოგადოებაში ბიზნესის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობადობის ამაღლება. შეხვედრის ბოლოს, „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგს“ გადაეცა სპეციალური სერთიფიკატი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ერთგულების აღსანიშნავად.

”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი” კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას მენეჯმენტის განუყოფელ ნაწილად განიხილავს, რომელსაც კომპანია ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებს. როგორც კომპანიის კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა, თათია ხუბულავამ შეხვედრაზე განაცხადა, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ კორპორატიული კულტურა ემყარება ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემას, გენდერულ თანასწორობას, გამჭვირვალობასა და პასუხისმგებლობას თანამშრომლების, მომხმარებლების, აქციონერების და საზოგადოების წინაშე. ძალიან მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ. კომპანია დაარსების დღიდან, მიზნად ისახავს დააბალანსოს მისი კომერციული და სოციალური მიზნები. სწორედ ამიტომ, ინვესტიციებს ვახორციელებთ მხოლოდ იმ დარგებსა თუ პროექტებში, რომლებიც ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი განვითრებისთვის არის მიზანშეწონილი“.

საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge
ფოტო გალერეა