EN GE RU
 
სიახლეები
06/02/2015 „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ ბრაინ თრეისის მასტერკლასის ღონისძიების წარმდგენია

21 თებერვალს, გაყიდვების გურუ, თვითრეალიზაციისა და ლიდერობის თემაზე დაწერილი უამრავი წიგნის ავტორი, ბრაიან თრეისი მასტერკლასს თბილისში ექსპო–ჯორჯიაში, 450 მსმენელის წინაშე ჩაატარებს. ღონისძიების ოფიციალური წარმდგენი კომპანია „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგია“.

"საქართველო არის სავსე ნიჭიერი ადამიანებით, რომლებმაც ვერ შეძლეს უტილიზება თავის დარგში. ბრაიან თრეისის მასტერკლასი არის უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება წარმატებისკენ მიმავალ გზაზე და მოახდინონ თავიანთი უნარ-ჩვევების უტილიზება" - აცხადებს "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი, აიეტ კუკავა.

„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ზრუნავს ახალგაზრდა თაობების განათლებასა და ახალგაზრდა ლიდერებში ეთიკური ბიზნეს პრინციპების დანერგვაზე. ბრაინ თრეისის მასტერკლასის მხარდაჭერით, კომპანიამ  შესაძლებლობა მისცა სტუდენტებს უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა მასტერკლასის ორგანიზებაში და უფასოდ დაესწრონ ღონისძიებას.

უკვე მეათე წელია, “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი” საკონსულტაციო, საინვესტიციო და საფინანსო მომსახურებას უწევს ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს. შვიდი შვილობილი კომპანიის მეშვეობით, “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი” მუდმივად ნერგავს ინოვაციურ მიდგომებს ამ სფეროში. ტრენინგები ჰოლდინგის ახალი, მაგრამ სამომავლოდ სტრატეგიული მიმართულებაა. ტრენინგების შედეგად ადამიანები არ იცვლებიან, იცვლება მათი დამოკიდებულებები გარემოს მიმართ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, მოახდინონ საკუთარი რესურსების ოპტიმალური რეალიზაცია და დაეუფლონ თვით–ეფექტურობის ტექნიკებს.

საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge
ფოტო გალერეა