EN GE RU
 
სიახლეები
25/02/2015 ბრაინ თრეისის მასტერკლასი თბილისში

21 თებერვალს, გაყიდვების გურუმ, თვითრეალიზაციისა და ლიდერობის თემაზე დაწერილი უამრავი წიგნის ავტორმა, ბრაიან თრეისიმ, თბილისში ექსპო–ჯორჯიაში მასტერკლასი ჩაატარა, რომელსაც 350 მსმენელი დაესწრო.  საქართველო, 70–ე ქვეყანაა, სადაც მან მასტერკლასი გამართა.  ღონისძიების ოფიციალური წარმდგენი კომპანია „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“, ხოლო ორგანიზატორი –„სითი კონსალტინგი“ იყო.

მასტერკლასი შეეხო ბევრ სხვადასხვა ასპექტს გაყიდვების სფეროდან, მათ შორის ტოპ გაყიდვების სპეციალისტის მთავარ მახასიათებლებს, როგორ მივაღწიოთ წარმატებას გაყიდვებში, რატომ ყიდულობს მომხმარებელი, როგორ მოვახდინოთ მათზე ზეგავლენა. ლექციაზე მოყვანილი იყო რეალური ისტორიები მსოფლიოს წამყვანი კომპანიებიდან და მაგალითები თრეისის პირადი და საქმიანი გამოცდილებიდან.

„ეს იყო უნიკალური მოვლენა ქართული ბიზნესისთვის და ქართველი პროფესიონალებისათვის, მსოფლიო დონის ავტორისგან მოესმინათ რჩევები საქმიანი და პირადი განვითარების საკითხებში. ბრაინ თრეისი გვასწავლის რომ არ არსებობს ადამიანური პოტენციალის ზღვარი, მთავარია გჯეროდეს შენი უსაზღვრო შესაძლებლობების, ამისათვის კი საჭირო შრომა, ამბიცია და მოტივაცია. მისი წიგნები და სემინარები მილიონობით ადამიანს დაეხმარა მიეღწიათ საკუთარი გეგმებისთვის. მე მჯერა, რომ დღევანდელი მასტერკლასი დადებით გავლენას მოახდენს როგორც უშუალო მსმენელებზე, ასევე, მთლიანად ქართულ ბიზნესზე“, – განაცხადა აიეტ კუკავამ, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა.

როგორც მასტერკლასის ბოლოს ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, მონაწილეთა სრული უმრავლესობა დადებითად აფასებს ჩატარებულ სემინარს და მიიჩნევს, რომ სემინარზე მიღებულ რჩევებს აუცილებლად გამოიყენებს საქმიან თუ პირად ცხოვრებაში.

„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ მომავალშიც გეგმავს მხარში დაუჭიროს მსგავსს ინიციატივებს და ხელი შეუწყოს მსოფლიო დონის ტრენერების ჩამოყვანას საქართველოში.

საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge
ფოტო გალერეა