EN GE RU
 
სიახლეები
09/11/2015 „ალიანს ჯგუფი კაპიტალის“ ტრეინინგი G&A Group-ის თანამშრომლებისთვის

„ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ განაგრძობს თანამშრომელთა პროფესიული უნარ–ჩვევების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ტრეინინგების დაგეგმვას.

ნოემბრის დასაწყისში, ჩატარდა მორიგი ტრეინინგი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკურ კომპანია G&A Group–ის თანამშრომლებისთვის, თემაზე „გაყიდვების მენეჯმენტი მერჩენდაიზერებისა და დისტრიბუტორებისთვის“. კურსი მიზნად ისახავდა გაყიდვების ფსიქოლოგიური მექანიზმის გაანალიზებას, მომხმარებლებთან მოლაპარაკების მართვის უნარ–ჩვევების გამომუშავებას, გაყიდვებთან დაკავშირებული ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა–გაანალიზებას და კომპანიის პროდუქტების უპირატესობების ცოდნის აუცილებლობის წარმოჩენას. ასევე, ტრეინინგის ფარგლებში, განიხილეს მარაგების სწორად განთავსების სტრატეგია და ეფექტური მოლაპარაკების ტექნიკა.

ტრეინინგს უძღვებოდა 11 წლიანი გამოცდილების მქონე ფსიქოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი და მენეჯმენტის სისტემის კონსულტანტი - თათია ტურაშვილი, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლების როგორც კარიერულ, ასევე, პიროვნულ წინსვლას, სამუშაო გარემოსადმი ჰარმონიული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და მოტივაციის ამაღლებას.

საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge
ფოტო გალერეა