EN GE RU
 
სიახლეები
19/11/2015 „ალიანს ჯგუფი ლიზინგი“ აგრო ფორუმში იღებს მონაწილეობას

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–15 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, 19-20 ნოემბერს აგროფორუმი Georgia Agro Forum 2015 ტარდება. ფორუმი უკრაინული ორგანიზაცია APK-Inform Agency ორგანიზებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციაციისა და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართება.

აგროფორუმის მიზანს საქართველოს აგრარული სექტორის პერსპექტივების და საინვესტიციო პოტენციალის განხილვა, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. აგროფორუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ცოფურაშვილმა გახსნა. აგროფორუმში მონაწილეობა „ალიანს ჯგუფი ლიზინგმა" მიიღო, ასევე მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო კომპანიების, ქართული და უცხოური დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა დისკუსია და ორმხრივი შეხვედრები, სადაც მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ფორუმს ესწრებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, აგრარული დარგის სპეციალისტები და ექსპერტები.

საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge
ფოტო გალერეა