EN GE RU
 
სიახლეები
20/11/2015 ალიანსი ჯგუფი ჰოლდინგი პოლონურ–ქართული ბიზნეს ფორუმის საპატიო სტუმარი

2015 წლის 18 ნოემბერს, ექსპო ჯორჯიაში, სასოფლო-სამეურნეო გამოფენის AGRO FOOD DRINK TECH EXPO 2015-ის ფარგლებში, გაიმართა პოლონურ-ქართული ბიზნეს ფორუმი.

პოლონურ-ქართული ბიზნეს ფორუმს ესწრებოდნენ ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი, პოლონეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, პოლონური და ქართული ბიზნეს წრეების და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები. აღნიშნულ სტუმრებთან ერთად ფორუმს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგიც დაესწრო. ფორუმზე საფუძველი ჩაეყარა ახალ საინტერესო ერთობლივ პროგრამას: პოლონური მხარის წარმომადგენელმა და ქვემო-ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანიშვილმა, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც ეხება რუსთავში აგროცენტრის შექმნას.

აგროცენტრი ითვალისწინებს, სოფლის მეურნეობის პროდუქტის საცავ კომპლექს, სავაჭრო სივრცეს, ონლაინ სწავლებას აგრობიზნესის მიმართულებით, დისტრიბუციას და ა.შ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტი პოლონელებმა უკვე განახორციელეს უკრაინაში, რამაც საგრძნობი შედეგები გამოიღო-უკრაინის სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge
ფოტო გალერეა