EN GE RU
 
სიახლეები
15/11/2015 ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი „მიკრომეწარმე 2015“–ის ჟიურის საპატიო წევრია

„მიკრომეწარმე 2015“ ფინალური ღონისძიებისთვის იწყებს მზადებას. აღნიშნული კონკურსი საქართველოში წელს პირველად ტარდება საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის და მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC, პოლონეთი) ორგანიზებით.

პროექტი ხორციელდება პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. ახალი პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში მეწარმეობის განვითარებას და გამოავლინოს საუკეთესო მიკრომეწარმეები, რომლებიც წარმატებით უძღვებიან და ანვითარებენ საკუთარ ბიზნესს საქართველოში.

კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადების მიღება მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყო და განაცხადები ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონიდან შევიდა.

ამა წლის 12 ნოემბერს ჟიურის წევრთა გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, სადაც დეტალურად იქნა განხილული შესული განაცხადები. აიეტ კუკავა, ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი „მიკრომეწარმე 2015“–ის ჟიურის საპატიო წევრია.

ხუთ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა ვინაობა მხოლოდ 30 ნოემბერს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში დაგეგმილ გალა დაჯილდოვებაზე დასახელდება. კონკურსის საპრიზო ფონდი 15 000 ლარს შეადგენს, და იგი ხუთ გამარჯვებულს შორის გადანაწილდება. წლის საუკეთესო მიკრომეწარმე 5 000 ლარს მიიღებს ჯილდოდ.

საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge
ფოტო გალერეა