EN GE RU
 
სიახლეები
11/12/2015 ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის სს "ბიას" პარტნიორობით თბილისში "ეპიკური" დღეები გაიმართება

EPICA AWARDS მსოფლიოში უმსხვილესი კრეატიული კომუნიკაციების ჯილდოა, რომელიც მოიცავს რეკლამას, დიზაინს, მედიას, პიარსა და ციფრულ ტექნოლოგიებს.

EPICA DAYS IN TBILISI 2015 "ულტრაგრუპის" ორგანიზებით 11, 12 და 13 დეკემბერს, ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში ჩატარდება. ესაა უნიკალური საშუალება კრეატიული კომუნიკაციის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის თუ დამწყებთათვის, დაესწრონ გლობალურ საკომუნიკაციო სფეროსთან დაკავშირებულ ვიდეოჩვენებებს, სემინარებსა და მასტერკლასებს. სამი დღის განმავლობაში, გამოცდილ თუ გამოუცდელ კრეატორებს მიეცემათ შესაძლებლობა, წარადგინონ საკუთარი ნამუშევრები, რომლებსაც შეაფასებს სარეკლამო სფეროში მოღვაწე, მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი მწერალი და ჟურნალისტი.

Epica Awards-ის ჟიურის წევრი და "ეპიკას დღეების" მოდერატორი, მარკ ტანგეიტი (Mark Tungate). http://www.tungateinparis.com/. ღონისძიების მხარდამჭერია საფრანგეთის საელჩო საქართველოში. წლევანდელი წლიდან ღონისძიების პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია. მათ შეუერთდა თიბისი ბანკიც. ღონისძიების გენერალური სპონსორია კომპანია "კაპაროლი". დღეების პარტნიორები არიან ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო – BIA, GDS TV, ვებ პორტალი wom.ge, კომპანიები პატიო არტი, ალტერვეი, რადიოები კომერსანტი, უცნობი FM და OK FM, ჟურნალები ფოკუსი და რესტორატორი, გაზეთი Georgia Today.

საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge
ფოტო გალერეა