EN GE RU
 
სიახლეები
03/12/2015 ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის თანამშრომლებმა დასაქმების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

2015 წლის 3 დეკემბერს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების და სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის რიგით მეოთხე დასაქმების ფორუმი გაიმართა.

ფორუმს დაესწრნენ საქართველოს ბაზარზე არსებული წამყვანი კომპანიები, რომელთა წარმომადგენლებიმა მიმდინარე და სამომავლოდ გამოცხადებული ვაკანსიების შესავსებად წარმართეს გასაუბრება სტუდენტებთან და მომავალში განიხილავენ მათ კანდიდატურებს.

დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის თანამშრომლებმა.

აღნიშნული ფორუმი სტუდენტებისთვის არის უნიკალური შანსი, გაიცნონ დამსაქმებლები პირადად, დაუსვან მათ კითხვები და მიაწოდონ ინფორმაცია საკუთარი კანდიდატურის შესახებ.

საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge
ფოტო გალერეა