EN GE RU
 
სიახლეები
04/12/2015 ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის წარმომადგენლები საგრანტო კონკურსის პრეზენტაციაზე

2015 წლის 4 დეკმბერს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნულ პრეზენტაციას ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის (საერთაშორისო ხელშეკრულება) ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. საგრანტო კონკურსის მიზანია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პრაქტიკის გაუმჯობესება, როგორც ფორმალურ, ასევე არა-ფორმალურ განათლების სისტემაში. დააფინანსდება პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენას, აღწერას, განვითარებას და გავრცელებას.

მცირე საგრანტო კონკურსის სრული ბიუჯეტია 250,000 აშშ დოლარი. გრანტის მოცულობა 5,000 აშშ დოლარიდან - 10,000 აშშ დოლარამდე შეიძლება იყოს. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებას, მათ შორის საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საჯარო და კერძო კომპანიებს, პროფესიულ ორგანიზაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge
ფოტო გალერეა