EN GE RU
 
მიკროფინანსები

„მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი“ (AGM) საქართველოს მოქალაქეებს ადვილად ხელმისაწვდომ, მრავალფეროვან და მაღალი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს. AGM ოთხი ფილიალის (თბილისი, ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი) დახმარებით, აფინანსებს ქალაქებსა და რეგიონებში არსებულ, როგორც ფიზიკურ პირებს, ისე მიკრო, მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებს. 2012 წლისათვის, AGM უკვე 6,100 მომხმარებელს მოემსახურა. ამ ეტაპზე, AGM სამი ხუთ საკრედიტო პროდუქტს გთავაზობთ: ბიზნეს, აგრო, სამომხმარებლო და ეკო სესხები და სესხის პორტირება.

კომპანიის ძირითადი მისიაა აქტიურად შეუწყოს ხელი მცირე ბიზნესისა და აგრო სექტორის განვითარებას საქართველოში, რაც დასაქმებულთა რაოდენობისა და ცხოვრების დონის ზრდას განაპირობებს. ვაცნობიერებთ იმასაც, რომ მდგრადი განვითარება საზოგადოების ყველა წევრისათვის, განსაკუთრებით, დიდი ქალაქების გარეთ მცხოვრები მოსახლეობისათვის, ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსების უზრუნველყოფას მოითხოვს. AGM–მა სამი სამიზნე სექტორი/მსესხებელთა ჯგუფი გამოყო, რომელთაც სოციალური მისიის შესრულების შესანიშნავი მახასიათებლები აქვთ – ფერმერები, ქალები და იძულებით გადაადგილებულ პირები. კომპანია სწორედ აღნიშნულ სეგმენტზე აკეთებს აქცენტს.

2011 წელს, "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფმა" (AGM) მიიღო ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი - ISO 9001.

2014 წელს, გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში “უმაღლესი ჯილდო გენდერული თანასწორობისთვის“ გადასცა AGM-ს, გენდერული თანასწორობის პრინციპებზე შექმნილი შინაგანაწესისა და პოლიტიკის საფუძველზე.

2014 წლის მარტის თვეში, „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფმა“ საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის მიერ შემუშავებულ ეთიკის კოდექსს მოაწერა ხელი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს პასუხისმგებლიანი დაფინანსების საუკეთესო პრინციპებისა და ეთიკური ქცევის დანერგვას ყველა დონეზე.

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილეთ კომპანიის ვებ–გვერდი: www.agm.ge

საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge
ფოტო გალერეა