EN GE RU
 
ვინ ვართ

ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი ინოვაციური, დივერსიფიცირებული, საინვესტიციო და  საკონსულტაციო დარგში  ლიდერი კომპანია, რომლის ძირითადი  მიზანია ქვეყნის  ეკონომიკის სტრატეგიული  დარგების  განვითარებით გრძელვადიანი ღირებულების შექმნა კლიენტებისთვის,  საზოგადოებისათვის და აქციონერებისთვის.

სს „ალიანს ჯგუფი  ჰოლდინგი“ დაარსდა 2005  წელს, ქართველი,  ამერიკელი და  ევროპელი აქციონერების  მიერ. კომპანია  მართავს დივერსიფიცირებულ, საფინანსო და საკონსულტაციო სექტორში  მოღვაწე კომპანიებს.

ინვესტიციებში – საინვესტიციო საბანკო მომსახურება,მიკროფინანსები.

საკონსულტაციოში - ქონების  შეფასება და  მართვა, ფინანსური კონსულტაცია,  ენერგეტიკა, ბიზნეს ინფორმაცია და ინფორმაციული ტექნოლოგიები

სს “ალიანს ჯგუფი  ჰოლდინგი” – საქმიანობს  საქართველოში ათ  წელზე მეტია  და ექვსი შვილობილი კომპანიის  მეშვეობით განხორციელებული აქვს 200  მილიონ დოლარზე  მეტი ღირებულების  ინვესტიცია ასობით  მსხვილ, მცირე  და საშუალო  კომპანიაში.

ჩვენთან თანამშრომლობით მყარ ფუნდამენტს უქმნით თქვენს ბიზნესს, იღებთ გრძელვადიან სარგებელს თქვენი ორგანიზაციის განვითარების ყველა ეტაპზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge