EN GE RU
 
ბრენდი და ღირებულებები

ჩვენი კომპანიის ყველაზე ძლიერ აქტივს თანამშრომლების ნიჭიერება და ყველაზე გამომწვევ ეკონომიკურ პირობებშიც კი, მაქსიმალური შედეგისკენ სწრაფვა წარმოადგენს. ნებისმიერ საქმიანობაში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, გამოცდილებასა და პარტნიორებისა და თანამშრომლების გუნდურ მუშაობას. ასეთი მიდგომა და მისწრაფება, პროფესიონალიზმზე, გამჭვირვალობასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურასთან ერთად, „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგს“ დინამიურ, მზარდ და საიმედო პარტნიორს ხდის, როგორც პარტნიორებისათვის, ისე მომხმარებლების, თანამშრომლებისა და ადგილობრივი ეკონომიკისათვის.

ჩვენი მიზანია სრულად შეესაბამებოდეს ჩვენი და მომხმარებლების ინტერესები. ფილოსოფიის ქვაკუთხედს  კი მათთან სანდო და ხანგრძლივი ურთიერთობების ჩამოყალიბება წარმოადგენს. გამორჩეული კულტურა და ღირებულებები მორალური კომპასია,  რის გამოც გვირჩევენ პარტნიორები და მომხმარებლები, თანამშრომლებს კი გუნდში გაწევრიანებისა და დარჩენის სურვილი უჩნდებათ. ჩვენი ხუთი ძირითადი ფასეულობაა: პროფესიონალიზმი, კარგი მმართველობა, მრავალფეროვნება, სტაბილურობა და ერთიანობა. ნებისმიერ დროს ვისწრაფვით ვიყოთ გულისხმიერნი, კრეატიულები და საიმედო.

საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge