EN GE RU
 
მმართველობა

სამეთვალყურეო საბჭო შედგება რამდენიმე დამოუკიდებელი წევრისა და „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ ტოპ მენეჯერებისაგან, რომლებიც განსაზღვრავენ კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებებს და ღებულობენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

საბჭოს წევრების მესამედზე მეტი ჩართულია საოპერაციო მართვის ერთ ან რამდენიმე ასპექტში, რომელიც მოიცავს საფინანსო, საბუღალტრო, რისკის მართვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს. ასევე, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა პარტნიორებთან და დაინტერესებულ პირებთან.

დაარსების დღიდან, ადგილობრივ ბაზარზე პიონერული და ინოვაციური სერვისების დანერგვით, AGH ყოველთვის უწყობდა ხელს ქართული ეკონომიკის განვითარებას, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბიზნეს ინფორმაციის, მიკროსაფინანსო, სალიზინგო, საინვესტიციო, საბანკო და უძრავი ქონების სექტორების განვითარებას. სხვადასხვა ბიზნეს ორგანიზაციის აქტიური წევრობა საშუალებას გვაძლევს გავაჟღეროთ ქვეყნის ეკონომიკისა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების იდეები, კომენტარები და რჩევები. "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" არის „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ (BAS), „ამერიკის სავაჭრო პალატის  საქართველოს წარმომადგენლობის“ (AMCHAM), „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ (GEA) და საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) აქტიური წევრი.

AGH არის „გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (ILO) ინიცირებული აქტის "ბიზნესის ქცევის კოდექსი ტრეფიკინგის წინააღმდეგ" ხელმომწერი, რაც გულისხმობს, რომ კომპანია არის იძულებითი შრომისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგი და ხელს უწყობს ქვეყანაში ღირსეული სამუშაო პირობების ჩამოყალიბებას.

საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge
ფოტო გალერეა