EN GE RU
 
CSR პრიორიტეტები

-          გარემოს დაცვა

სს „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სწორედ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა წარმოადგენს. კომპანიის მიზანია მაქსიმალურად შეამციროს საქმიანობის უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე; უზრუნველყოს ნარჩენების გადამუშავება; ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით, გამოიყენოს გარემოს დამზოგავი ტექნოლოგიები; ასევე, არსებითია მწვანე ოფისის კონცეფციის გამოყენება და  დასუფთავება–გადამუშავების აქციებში აქტიური ჩართულობა.

-          სოციალური პროექტები

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ფონდი „არძას“ ეგიდით, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ მიზნად ისახავს განახორციელოს სხვადასხვა სოციალური პროექტი, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოების ერთ–ერთი ყველაზე უმწეო სეგმენტის დახმარებისა და ზრუნვისაკენ. ამ მიზნით, ფონდი დახმარებას უწევს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებს და  სხვა მსგავსი საჭიროების მქონე პირებს. გარდა ამისა, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგში“ წახალისებულია თანამშრომლების შემოწირულობები ქველმოქმედების სახით - კომპანიის პერსონალი რეგულარულად ამარაგებს ბავშვთა სახლებს სხვადასხვა ტიპის შემოწირულობით.

-          კულტურა

კომპანია აქტიურად მონაწილეობს ქართული კულტურულ–რელიგიური მემკვიდრეობის აღდგენა–რეაბილიტაციაში. ერთ–ერთი დიდი პროექტი, რომელიც „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, არის სოფელ ნატახტარში, VI საუკუნის ნანგრევებზე, მსწრაფლშემსმენელი ღვთისმშობლის ეკლესიის აღდგენა, რომელიც ოფიციალურად 2011 წლის 16 ოქტომბერს გაიხსნა. ამასთან, კომპანია სხვადასხვა ინიციატივით ხელს უწყობს ქართული ენის შენარჩუნებასაც.

-          განათლება

საგანმანათლებლო საქმიანობის მიზანია ახალგაზრდა ლიდერებში ბიზნეს ეთიკის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლება  და მათი სწორ ფასეულობებზე ორიენტირება. სასწავლო პროგრამებში კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისა და ბიზნეს ეთიკის პროგრამების დამატების მიზნით, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან. მოტივაციის ამაღლებისათვის, სტუდენტები „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგსა“ და მის შვილობილ კომპანიებში გადიან სტაჟირებასა და იზიარებენ გამოცდილებას.

საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge