EN GE RU
 
სოციალური პასუხისმგებლობა

”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი” კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას მენეჯმენტის განუყოფელ ნაწილად განიხილავს, რომელსაც ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაშიც ვიყენებთ. შიდა პოლიტიკა კი ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემას, გენდერულ თანასწორობას, გარემოს დაცვას, გამჭვირვალობასა და პასუხისმგებლობას ემყარება.

ჩვენ მიერ წარმოებული ყველა საქმის საფუძველი მომავალ თაობაზე ზრუნვა და ეკონომიკურ, საზოგადოებრივ და სოციალურ განვითარებაში წვლილის შეტანაა.

კომპანიამ ჩამოაყალიბა სოციალური კომიტეტი, რომელიც უფლებამოსილია განსაზღვროს კომპანიის სოციალური პოლიტიკა, ორგანიზება და ზედამხედველობა გაუწიოს სოციალურ პროექტებს. სოციალურ კომიტეტს თავმჯდომარეობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მის წევრებს კი კომპანიის სხვადასხვა სამსახურისა და დეპარტამენტის უფროსები წარმოადგენენ.

2011 წელს, სოციალურმა კომიტეტმა გამოყო სამი მიმართულება, რომლისკენაც ორიენტირებულია ”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგისა” და მისი შვილობილი კომპანიების კორპორატიული სოციალური საქმიანობა:

  • ახალგაზრდა ლიდერებში ეთიკური ბიზნეს პრინციპების დანერგვა.
  • საქართველოს კულტურული ძეგლების რეაბილიტაციისა და შენარჩუნების მხარდაჭერა;
  • გარემოს დაცვითი პროექტების განხორციელება;

2010 წლის აპრილში, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგმა“დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი „არძა“, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს და აწარმოოს კომპანიის მიერ დაფინანსებული ყველა სოციალური პროექტი. ამჟამად, ფონდი იმართება კომპანიის სოციალური კომიტეტის მიერ.