EN GE RU
 
ადგილობრივი პარტნიორები

ალიანს ჯგუფი ლიზინგი

AGL პირველი დამოუკიდებელი, არასაბანკო სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც  მომხმარებლებს ფინანსურ, საოპერაციო და უკუ–ლიზინგის მომსახურებას სთავაზობს. 2006 წელს დაარსების შემდეგ, ის უკვე მოემსახურა 4,000–ზე მეტ კლიენტს და დააფინანსა 16 მლნ. ა.შ.შ დოლარის მოცულობის ტრანზაქცია. კომპანიის სალიზინგო მომსახურება თბილისის გარდა, ხელმისაწვდომია ზუგდიდში.

„ალიანს ჯგუფი ლიზინგი“ საქართველოში მოღვაწე პირველი სალიზინგო კომპანიაა, რომელმაც 2011 წელს მოიპოვა ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატი ISO 9001. ამასთან, „ალიანს ჯგუფი ლიზინგი“ პირველი კომპანიაა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ 2011 წელს „პორტატული გარანტია“ მიანიჭა.

დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ კომპანიის ვებ–გვერდი: www.agl.ge

GIA-საქართველო

GIA-Georgia არის ქართულ-ამერიკული კომპანია, რომელიც დაარსდა 2005 წელს და ფინანსური სახით ინფორმატიულ მომსახურებას სთავაზობს საქართველოს მთავრობას, სხვადასხვა კორპორაციასა და ბანკს.

კრედიტ ინფო საქართველო

კრედიტინფო საქართველო საქმიანობს საკრედიტო ინფორმაციის სფეროში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი მონაცემების მიწოდებით უზრუნველყოფს ბანკებს, სალიზინგო კომპანიებს და სხვა ორგანიზაციებს - რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია სესხის გაცემასთან, მომსახურების ან საქონლის კონსიგნაციით მიწოდებასთან.

გროს ენერჯი ჯგუფი

კომპანია "გროს ენერჯი" დაფუძნდა 2007 წელს. მისი დამფუძნებლები არიან საქართველოს ცნობილი ენერგეტიკოსები, ინჟინერ მშენებლები და ბიზნესის მმართველები. გუნდის შემადგენლობაში გაერთიანებული არიან საერთაშორისო დონეზე აღიარებული გამოცდილების მქონე ექსპერტები-სპეციალისტები.

ჯიპიაი ჰოლდინგი

ჯიპიაი ჰოლდინგი, ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის, ”ვენის სადაზღვევო ჯგუფის” წევრია. დღეს, ”ჯიპიაი ჰოლდინგს” საქართველოში ყველაზე ფართო სააგენტო ქსელი აქვს და შესაბამისად, მოქნილ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს თავის კლიენტებს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 2009 წლის ოქტომბერში. დღეისათვის, ასოციაცია ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესმენთა გაერთიანებაა საქართველოში, რომლის წევრებს წარმოადგენენ მსხვილი და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციები.

ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში (AMCHAM)

ასოციაციის მიზანია საქართველოს, აშშ-სა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის კომერციული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა. ამერიკის სავაჭრო პალატა იცავს და მხარს უჭერს მისი წევრი ორგანიზაციების საერთო ეკონომიკურ ინტერესებს და ხელს უწყობს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული საქმიან ურთიერთობების გადაწყვეტას.

 

საერთაშორისო სავაჭტო პალატა (ICC Georgia)

„საერთაშორისო სავაჭრო პალატა“არის საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც აერთიანებს 100–მდე წარმატებულ მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნეს ორგანიზაციას საქართველოში. ასოციაცია მოღვაწეობს საქართველოში თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის, საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით.

 

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია არის დამოუკიდებელი, არასამთავრობო, არამომგებიანი, თვითრეგულირებადი ბიზნესგაერთიანება და მუშაობს დამსაქმებელთა (მრეწველთა და მეწარმეთა) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნების, სტანდარტებისა და კონვენციების შესაბამისად.

BLC Law Office

BLC დაფუძნდა 2000 წელს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში განათლებამიღებული და სამართლის სხვადასხვა დარგში გამოცდილების მქონე იურისტების მიერ და არის წამყვანი იურიდიული ფირმა სამართლის სხვადასხვა სფეროში. 

საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge
ფოტო გალერეა