EN GE RU
 
ბიზნეს ინფორმაცია

ეროვნული საკრედიტო ინფორმაციის ბიურო (NCIB) – პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ბიზნეს ინფორმაციის შექმნას, დამუშვებას, გამოცემასა და გავრცელებას ემსახურება. კომპანიამ  ლიდერისა და სანდო ბიზნეს ინფორმაციის მომწოდებლის პოზიცია დაიკავა ქართულ ბაზარზე, რაც საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად აჩქარებს და შესაბამისად, ახალი ბიზნეს ინვესტიციების მოზიდვის მყარ საფუძველს ქმნის.

2002

NCIB პარტნიორობს მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან ბიზნეს ინფორმაციის მონაცემთა ბაზების განვითარების სფეროში, როგორებიც არიან: D&B (Duns and Bradstreet) და Coface. მათი მეშვეობით, NCIB-ის გააჩნია  მუდმივად განახლებადი ინფორმაცია მსოფლიოს 150–ზე მეტ ქვეყანაში არსებულ 200 მილიონზე მეტ კომპანიაზე.

2005

NCIB–იმ განახორციელა პირველი წარმატებული პროექტი, კრედიტინფო საქართველო ოთხ წამყვან კომერციულ ბანკთან ერთად. „კრედიტინფო საქართველო“ საქართველოს პირველი საკრედიტო ბიუროა, რომელიც საკრედიტო ტრანზაქციების პროცესში სწორი გადაწყვეტილების მიღებისათვის კომპანიებს საჭირო საკრედიტო ინფორმაციით უზრუნველყოფს.

2010

NCIB–იმ ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას მსოფლიოს წამყვან ბიზნეს ინფორმაციის მწარმოებელ კომპანიასთან, Kompass International.

2011

NCIB–იმ  განახორციელა მეორე წარმატებული პროექტი, „პი–არ იქსჩეინჯი" (PRexchange.ge), რომელიც ბიზნეს პროფესიონალებისთვის განკუთვნილი ონლაინ ქსელია, სადაც წევრებს შეუძლიათ უფასოდ განათავსონ საკუთარი სიახლეები, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და გაზარდონ საკუთარი კომპანიის ცნობადობა. ამჟამად, პიარ პორტალზე 400–მდე აქტიური საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია დარეგისტრირებული.

2013

NCIB–იმ დაარსა შვილობილი კომპანია, სააქციო საზოგადოება "ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო" (BIA), რომელიც მართავს ყველაზე დიდ და მუდმივად განახლებად მონაცემთა ბაზას და მოიცავს ბიზნეს ინფორმაციას საქართველოში დარეგისტრირებულ 23,000–მდე კომპანიაზე. ბაზა ადგილობრივ ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე  ინფორმაციით უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივ კომპანიებს, ასევე პოტენციურ ინვესტორებს (www.bcat.ge).

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილეთ კომპანიის ვებ–გვერდი: www.ncib.ge

2014

„ბიას“ ინოვაციურ და უნიკალურ პროექტებს კიდევ ერთი ახალი პროექტი – „ბირეიტინგი“ (www.brating.ge) შეემატა!

„ბირეიტინგი“ საშუალებას აძლევს მომხმარებელს, მოიძიოს ნებისმიერ სფეროში წარმოდგენილი კომპანიების რეიტინგები სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. რეიტინგების გარდა, პროექტი ითვალისწინებს აქტუალურ თემებთან დაკავშირებით კვლევების და გამოკითხვების ჩატარებასაც.


საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge
ფოტო გალერეა