EN GE RU
 
ინფორმაციული ტექნოლოგიები

ალიანს ჯგუფი ინფორმაციული ტექნოლოგიები (AGIT) – 2011 წელს დაარსებული, სწრაფად მზარდი IT კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებლებს ბიზნეს საქმიანობაზე ორიენტირებულ პროგრამულ უზურნველყოფას, ქსელის მართვას, ვებ გვერდების დიზაინსა და სხვადასხვა სახის აი–თი მომსახურებას სთავაზობს.

დაარსებიდან მოკლე დროში, კომპანიამ განახორციელა სამი მასშტაბური პროექტი: უნიკალური პროგრამა უძრავ–მოძრავი ქონების შესაფასებლად, რომელსაც ბაზრის წამყვანი კომპანია იყენებს, ქონების მართვისა და შეფასების კუთხით; უნივერსალური მონაცემთა ბაზა - ბიზნეს ინფორმაციის კატალოგი და ინოვაციური პორტალი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებისთვის საქართველოში.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, კომპანიამ შეასრულა 20–მდე ვებ–გვერდის დიზაინი, მათ შორის, მისი მშობელი კომპანიის, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგისა" და ჯგუფში შემავალი სხვა კომპანიების ვებ–გვერდები. AGIT საერთაშორისო პროექტებსაც ახორციელებს, კომპანიის მიერ დამზადებულია ლონდონში დაფუძნებული კერძო საინვესტიციო ფონდის, GML Capital LLP–ის ვებ–გვერდი.

საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge
ფოტო გალერეა