EN GE RU
 
ინვესტიცია, კონსულტაცია

ალიანს ჯგუფი კაპიტალი (AGC) - 2006 წელს დაარსებული კერძო საკონსულტაციო და საფინანსო კომპანიაა, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების სტადიაში მყოფ კომპანიებს საფინანსო და საკონსულტაციო მომსახურებას, კაპიტალის გაზრდისა და დაფინანსების შესაძლებლობებს სთავაზობს. დაარსების დღიდან, კომპანიამ მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა წამყვან ქართულ ბანკებთან და საინვესტიციო ფონდების, ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო ინვესტორებისათვის საიმედო და მყარი პარტნიორის სახელი მოიპოვა.

„ალიანს ჯგუფი კაპიტალის“ მისიაა უზრუნველყოს ისეთ მზარდ კომპანიებსა და პროექტებში ინვესტირება, რომლებსაც რეალური პოტენციალი აქვთ გახდნენ არსებული ბაზრის ლიდერები. ექსპერტთა და პროფესიონალთა გუნდი უზრუნველყოფს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას გრძელვადიანი განვითარებისათვის. ყოველი პროდუქტი მომხმარებელთა საჭიროებებსა და მოთხოვნებზეა მორგებული. "ალიანს ჯგუფი კაპიტალი" წარმოადგენს მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს კომპანიებსა და უცხოელ ინვესტორებს შორის.

”ალიანს ჯგუფი კაპიტალი” გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:

–         საინვესტიციო მომსახურება – კაპიტალის მოზიდვა და განაწილება, მოკლევადიანი სესხები, აქციების შეძენა, გამოსყიდვის ოპერაციები, (ფასიანი ქაღალების/ ობლიგაციების გამოშვება), კორპორაციული რესტრუქტურიზაცია და რეორგანიზაცია;

–         საკონსულტაციო სერვისი – კომპანიის კომპლექსური ანალიზი და დიაგნოსტიკა, სტრატეგიული გეგმის შემუშავება, სტრატეგიული განვითარება, რისკების მართვა, ბიზნეს გეგმის შემუშავება;

–         აუთსორსინგული მომსახურება – ფინანსური შეფასება და მენეჯმენტი, ბაზრის ანალიზი, ბრენდის შექმნა, გაყიდვების სტრატეგიის განვითარება, ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსები, იურიდიული მომსახურება.

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილეთ კომპანიის ვებ–გვერდი: www.agc.ge

საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge
ფოტო გალერეა