EN GE RU
 
ქონების შეფასება & კონსულტაცია

ალიანს ჯგუფი ფროფერთი (AGP) - დაარსდა 2011 წელს, მომხმარებლისათვის უძრავი და მოძრავი ქონების შესახებ პროფესიონალური სერვისისა და კონსულტაციის გაწევის მიზნით. კომპანია საბანკო–საფინანსო ინსტიტუტებს ინტეგრირებულ სერვისებსა და კონსულტაციას სთავაზობს, უძრავ და მოძრავ ქონებაში ინვესტიციის განხორციელების ნებისმიერ საკითხზე. „ალიანს ჯგუფი ფროფერთის“ მისიაა მოიზიდოს ინვესტიციები და გახდეს მომხმარებლებისთვის სანდო პარტნიორი საკუთრების ბიზნესში.

კომპანიის სერვისები მოიცავს საკუთრების მენეჯმენტს, ქონების შეფასებას, კაპიტალის გაუმჯობესების დაგეგმვას, უძრავი ქონების ბაზრის ანალიზს, იჯარით აღებული ქონებისთვის უფლებების მინიჭებას, საბროკერო გაყიდვებსა და უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვის ტექნიკურ დახმარებას.

არსებული პორტფელის მიხედვით, „ალიანს ჯგუფ ფროფერთის“ აქვს პოტენციალი, გამოავლინოს 1 მილიონ კვ.მ–მდე საოფისე, საცალო, საცხოვრებელი და ინდუსტრიული ობიექტები. „ალიანს ჯგუფი ფროფერთი“ საქართველოს რამდენიმე კომერციული ბანკისა და საფინანსო ინსტიტუტის ოფიციალური შემფასებელია.

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილეთ კომპანიის ვებ–გვერდი: www.agproperty.ge

საკონტაქტო ინფორმაცია

სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი.

მის.: საქართველო, თბილისი 0179, კოსტავას ქუჩა 47/57
ტელ.: (+995 32) 242 41 81
ფაქსი.: (+995 32) 299 81 12
ელ-ფოსტა: info@agh.ge